საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 351^17. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა
1. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზომების მიღების შემდეგ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ ასაკსა და სიმწიფის ხარისხს, როდესაც მისი აზრის გათვალისწინება მიზანშეწონილია, უარს იტყვის დაბრუნებაზე, საქმე ეგზავნება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის შეწყვეტის შესახებ. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღება.
