საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 356^8. ტერმინთა განმარტება
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირი – პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება; ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირი – „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირი; გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებული პირის ქონება – ნებისმიერი ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №797 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.284
