საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 356^9. სარჩელის აღძვრა პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე
1. პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებული პირის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
2. მოსამართლე პირს ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად, თუ სათანადო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე გაირკვა, რომ არსებობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
3. მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები მოპასუხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის შესახებ.
