1.მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.
2.თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.
3.მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.
4.სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.


