Article 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება
1. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ აღასრულოს.
2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.
3. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მედიაციის შესახებ
