საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 441
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერონ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა, აგრეთვე შეჩერდეს სააღსრულებო მოქმედებები და საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს 2004 წლის 18 მაისის კანონი №55 - სსმ I, №13, 02.06.2004 წ., მუხ.44
