საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 449. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისათვის გადაგზავნა
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
1. მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოსარჩელეს.
2. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოსამართლეს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები, აგრეთვე წერილობით აცნობოს თავისი მოსაზრებები მოპასუხის წერილობითი პასუხის (შესაგებლის) თაობაზე მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში. საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
