1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
3.თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.
4.თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
5.თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული არ არის, აღნიშნული უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაიგზავნა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, იმავე კონვენციით დადგენილი წესით და მის ჩასაბარებლად ყველა გონივრული მცდელობა განხორციელდა, ამასთანავე, თუ ამ უწყების პირველად გაგზავნის თარიღიდან გასულია არანაკლებ 6-თვიანი ვადა და საქმის განმხილველმა მოსამართლემ ეს ვადა საკმარისად მიიჩნია.
6.თუ საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება შეუძლებელს ხდის საქმის განხილვისთვის ამ კოდექსით დადგენილი ვადის დაცვას, საქმის განხილვის ვადა აღნიშნული უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი ვადით გაგრძელებულად ჩაითვლება. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6144 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №424 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
These lawyers work in the legal area related to this article.