სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Article 6^1. საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ან მის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ პირს მისთვის გასაგებ ენაზე ფოსტის საშუალებით უშუალოდ მიაწოდოს სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა სახის საპროცესო დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს უნდა დაერთოს წერილობითი განმარტება, რომლის თანახმად, ადრესატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია დოკუმენტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ.
3. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირისთვის პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოძახების შესახებ უწყების ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-10 პუნქტების მოთხოვნები. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
