Article 123
1. ადამიანის სისხლის (შემდგომ − სისხლი) დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს.
2. პირს უფლება აქვს, სისხლი ან მისი კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს.
3. პირმა სისხლი ან მისი კომპონენტი უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე უნდა გაიღოს. დაუშვებელია გაღებული სისხლის ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის მიერ ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა.
4. დონორობა ანონიმურად უნდა განხორციელდეს, რაც ნიშნავს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორისა და რეციპიენტის (პირი, რომელსაც ჩაუტარდა ტრანსფუზია) შესახებ პერსონალური მონაცემების (მათ შორის, გენეტიკური მონაცემების) დაცულობას და მესამე პირის მიერ მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2388 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. მუხლი 124 1. სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
2. სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესი, აგრეთვე სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2388 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №138 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
