1.სისხლის ჩაბარების უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შესაბამისობის კრიტერიუმებს და რომელსაც გავლილი აქვს სისხლის ან მისი კომპონენტის დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურები.
