Article 145
ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის – სტერილიზაციის გამოყენება ნებადართულია: ა) (ამოღებულია); ა 1 ) მხოლოდ სათანადო ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ; ბ) თუ არსებობს პაციენტის წერილობითი მოთხოვნა; გ) თუ პაციენტს ექიმმა ჩაუტარა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან სტერილიზაციამდე გასულია ერთი თვის მოსაფიქრებელი ვადა; დ) თუ პაციენტი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3553 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.282 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509 თავი XXIV. კრიტიკული მდგომარეობა, სიკვდილი და ევთანაზია
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
