ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 10. მკურნალობა
1. მკურნალობა ტარდება პაციენტის, ხოლო თუ მისი ასაკი 16 წელს არ აღემატება – პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, რომელიც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში შესაბამისად პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.
2. პაციენტის უარი მკურნალობის ჩატარებაზე ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.
3. აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო სამედიცინო ჩვენების არსებობისას, პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3341 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
