Article 82
სამინისტრო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლისათვის საჭირო ღონისძიებებს წარმართავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობაში საგანმანათლებლო მუშაობის, მისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების გზით. სახელმწიფო განსაზღვრავს თავის პოლიტიკას პროსტიტუციის მიმართ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიხედვით ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 83 საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის საპასუხო ღონისძიებების ძირითად პრინციპებს, ფიზიკურ პირთა აივ ინფექციაზე ტესტირების, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მკურნალობის, მოვლისა და ზრუნვის საკითხებს, აგრეთვე აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2043 - სსმ I, №37, 30.11.2009წ., მუხ.277
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
