საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
For information only — not legal advice.
საქართველოს მთავრობა: ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს; გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება; გ 1 ) ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს; დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას; ე) უფლებამოსილია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, ამ პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5966 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ. საქართველოს 2021 წლის 25 მაისის კანონი №489 – ვებგვერდი, 31.05.2021წ.
Closest in meaning — including in other laws
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ