საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Article 1. გადასაპირებელი თამასუქის რეკვიზიტი
1. გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს: ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას; დ) გადახდის ვადას; ე) გადახდის ადგილს; ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა მოხდეს გადახდა; ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს; თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას. 1 1 . მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება 100 000 (ასი ათას) ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ეს შეზღუდვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს. 1 2 . მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს, თამასუქი 20-ზე მეტ ფიზიკურ პირზე გასცეს მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. თუ თამასუქის გამცემი რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ იგი ხელმოწერილია თამასუქის გამცემის თხოვნით.
