საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Article 69. იმ თამასუქის მოქმედება, რომელსაც აკლია რეკვიზიტი
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 23 Dec 2017
1. დოკუმენტს, რომელსაც აკლია 68-ე მუხლში ჩამოთვლილი თუნდაც ერთი რეკვიზიტი, ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა , ძალა არა აქვს.
2. მარტივი თამასუქი, სადაც გადახდის ვადა არ არის მითითებული, გადახდილი უნდა იქნეს წარდგენისთანავე.
3. ცალკე ჩანაწერის უქონლობის შემთხვევაში თამასუქის გამოწერის ადგილი ითვლება გადახდის და იმავდროულად თამასუქის მფლობელის საცხოვრებელ ადგილად.
4. მარტივი თამასუქი, რომელშიც მითითებული არ არის გაცემის ადგილი, ითვლება ხელმოწერილად იმ ადგილას, რომელიც მითითებულია თამასუქის გაცემის დასახელების ადგილის გვერდით.
