საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
Article 10. ინდოსამენტი
1. კონკრეტულ პირზე გამოწერილი ჩეკი მითითებით – „ განკარგულებით” ან უამისოდ‚ შეიძლება გადაიცეს ინდოსამენტის მეშვეობით.
2. კონკრეტულ პირზე გადასანაღდებლად გამოწერილი ჩეკი მითითებით – „ განკარგულების გარეშე” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით‚ შეიძლება გადაიცეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცესიის ფორმით.
3. ინდოსამენტი შეიძლება შესრულდეს ჩეკის გამცემის ან ჩეკით ვალდებული სხვა პირის სასარგებლოდაც. ამ პირებს თავის მხრივ შეუძლიათ ჩეკის შემდგომი ინდოსირება.
