საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 923. უფლებათა გადაცემა. ინდოსამენტის სახეები
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემულ იქნეს ინდოსამენტითა და დოკუმენტის გადაცემით.
2. ინდოსამენტი კეთდება დოკუმენტზე ან მის დანართზე. დაშვებულია ტექნიკური საშუალების გამოყენება.
3. ინდოსამენტი არ საჭიროებს ინდოსატარის აღნიშვნას და შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ხელმოწერისაგან (ბლანკეტური ინდოსამენტი). ბლანკეტური ინდოსამენტი შეიძლება შეავსოს უფლებამოსილმა მფლობელმა თავისი ან სხვისი სახელით, გასცეს დოკუმენტი შეუვსებლად ანდა თავად მოახდინოს მისი შემდგომი ინდოსირება განსაზღვრულ პირზე.
