საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
Article 8. წარმომადგენელი უფლებამოსილების გარეშე
პირი‚ რომელიც სათანადო უფლებამოსილების გარეშე აწერს ხელს ჩეკს‚ როგორც სხვისი წარმომადგენელი‚ თვითონ აგებს პასუხს ჩეკისთვის, და ჩეკის განაღდების შემთხვევაში აქვს ისეთივე უფლებები‚ როგორიც ექნებოდა წარმდგენს. იგივე წესი მოქმედებს წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების გადაჭარბებისას.
