Article 62. მოხელის შვებულება
1. მოხელისთვის, გარდა ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დადგენილია ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. 1 1 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეს: ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
2. მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.
3. მოხელეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.
4. მოხელეს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელთან უნდა შეთანხმდეს.
5. მოხელეს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულების ინტერესებს. საქართველოს 2017 წლის 29 ივნისის კანონი №1157 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3521 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამსახურის შესახებ
