Article 150. სამსახურთან დაკავშირებული საკითხები
1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს: ა) სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით; ბ) საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის ღონისძიებებში მონაწილეობისას მათი დასრულების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ეძლევა სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი, აგრეთვე თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიღების წესი, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ სამსახურის გავლის წესი (მათ შორის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაჯილდოვდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი და უწყებრივი მედლით. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
თავდაცვის კოდექსი
