1.სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.
2.მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.
