1.ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის შემცველი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების, ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით, – ისჯება ჯარიმით.
2.იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5920 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.40



