ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Article 16
1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად.
2. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 2 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5180 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ. 277 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. მუხლი 16 1 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მომგებიანი თამაშობების მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და ნებართვების გაცემის დამატებითი პირობები, რომელთა შესრულება/დაკმაყოფილება ნებართვის მაძიებლისთვის/ნებართვის მფლობელისთვის სავალდებულოა და რომელთა შეუსრულებლობა/დაუკმაყოფილებლობა მიიჩნევა სანებართვო პირობების შეუსრულებლობად/დარღვევად.
