Closest in meaning — including in other laws
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა და ამ პლატფორმის ადმინისტრირების წესის დადგენა; ბ) ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება; გ) ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ ნორმატიული აქტის მიღება; დ) ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და ავტორიზებულ პირს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.
2.საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით 2024 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება, რომლებზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება; ბ) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობაში დაშვების ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება.
3.პირი, რომელსაც კანონის ან სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე აქვს ამ კანონით განსაზღვრულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ავტორიზებული პირის დაშვების უფლებამოსილება, ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან ავტორიზებული პირის დაშვება არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან/და მისით სარგებლობის/მისი გამოყენების უფლება ექსკლუზიურად არის გაცემული ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.