1.მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) ტუბერკულოზის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის დამტკიცების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის ან/და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ; გ) ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ; დ) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ.
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
