ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ
Article 19. პასუხისმგებლობის საფუძვლები
1. ტუბერკულოზის კონტროლის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.
2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო საქმეს სასამართლო განიხილავს.
3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით.
4. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი № 5578 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. მუხლი 20. პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ ფაქტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულისათვის შეუტყობინებლობა 1. პირის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად ამ ფაქტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულისათვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
