სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
For information only — not legal advice.
1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით.
2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.
3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
5. ( ამოღებულია - 06.04.2017, №617 ). საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ