1.კონკურსი არის საჯარო შესყიდვის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეისყიდოს გეგმა ან დიზაინი, მათ შორის, ქალაქისა და სხვა დასახლების დაგეგმარების, არქიტექტურულ და საინჟინრო ან მონაცემების დამუშავების სფეროებში.
1.კონკურსი არის საჯარო შესყიდვის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია შეისყიდოს გეგმა ან დიზაინი, მათ შორის, ქალაქისა და სხვა დასახლების დაგეგმარების, არქიტექტურულ და საინჟინრო ან მონაცემების დამუშავების სფეროებში.
Closest in meaning — including in other laws
საჯარო შესყიდვების შესახებ
Always up-to-date legal framework
3.კონკურსს ატარებს სპეციალური ჟიური, რომელიც შედგება კონკურსის მონაწილეთაგან დამოუკიდებელი პირებისგან. ჟიური შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსის მონაწილეებისთვის აუცილებელ პროფესიულ კვალიფიკაციას განსაზღვრავს, ჟიურის ერთ მესამედს მაინც იმავე ან ეკვივალენტური კვალიფიკაციის მქონე პირები უნდა შეადგენდნენ.
4.ჟიურის ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ჟიურის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შექმნას აგრეთვე მისი აპარატი. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჟიურიზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლით შესყიდვების კომიტეტისთვის დადგენილი წესები.
5.ჟიური გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელია. იგი შეისწავლის კანდიდატთა მიერ წარდგენილ გეგმებსა და პროექტებს მხოლოდ შესყიდვის პირობებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე.
6.ჟიური ადგენს ანგარიშს, რომელშიც აღინიშნება პროექტების რანჟირება, მათი ღირებულებიდან გამომდინარე, აგრეთვე შენიშვნები და დასაზუსტებელი საკითხები. ანგარიშს ხელს აწერენ ჟიურის წევრები. ჟიურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ანონიმურობა დაცული უნდა იყოს.
7.ჟიური უფლებამოსილია კითხვებზე პასუხის გასაცემად მოიწვიოს კანდიდატები. ჟიური ვალდებულია აწარმოოს სხდომების ოქმები.
These lawyers work in the legal area related to this article.