სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 24^3. ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი
2026 წლის 1 დეკემბრამდე: ა) მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა: ა.ა) დაუშვებელია, თუ ამ პირობების შეცვლის შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) დასაშვებია, თუ ეს პირობები იცვლება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ მუხლში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
