საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 71. ადმინისტრაციული გარიგების შეცვლა
1. გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს აყენებს მხარეს ან საზოგადოებრივ ინტერესს, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოს თანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად.
2. თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37,14.07.2005წ., მუხ.245 თავი VI. ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი. მარტივი ადმინისტრაციული წარმოება
