Article 5
1. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად არ მიიჩნევა პირი, რომელიც სასამართლოს განაჩენით იყო მსჯავრდებული შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: ა) ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ხელყოფა, ბანდიტიზმი, რაც დაკავშირებული არ იყო პოლიტიკური მოტივით მის დევნასთან; ბ) კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, აგრეთვე სხვაგვარი ძალადობა სამოქალაქო მოსახლეობის ან სამხედრო ტყვეების მიმართ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც რეპრესირებული იყო, როგორც დამნაშავის ოჯახის წევრი. თავი II. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესი და შედეგები
