1.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ: ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით ასეთი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად; ბ) მან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული; გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
Article 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Topics:Refugee Status

