Article 11. სპორტული კლუბი
Consolidation №21 Verified against the current consolidation · 12 Dec 2024
Topics:Sports Disputes
1. სპორტული კლუბი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. სპორტული კლუბი არის იურიდიული პირი.
3. სპორტული კლუბის სტატუსი ენიჭება იმ ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციის მოთხოვნებს.
4. სპორტული კლუბის ხელმძღვანელობის უპირატესი უფლებაა თავისი წევრები ტრანსფერზე წარადგინოს ეროვნული სპორტული ფედერაციის თანხმობით. თავი მეოთხე. მასობრივი სპორტი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
