საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 128. ცნება. სახეები
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
Topics:Patient Rights
1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: ა ) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ ) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
