თუ მამკვიდრებელმა აჩუქა ნივთი მესამე პირს, მაშინ სავალდებულო წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს მისი შევსება იმ თანხით, რომლითაც გაიზრდება მისი სავალდებულო წილი, თუკი გაჩუქებული ნივთი სამკვიდროში შევა. საჩუქარი ანგარიშში არ ჩაითვლება, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის საჩუქრის გადაცემიდან ათი წელია გასული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1378. სავალდებულო წილის გაზრდა გაჩუქებული ნივთის ხარჯზე
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
