ანდერძი ძალას კარგავს, თუ: ა ) პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილი იყო ეს ანდერძი, გარდაიცვალა მოანდერძეზე ადრე; ბ ) ნაანდერძები ქონება დაიკარგა მოანდერძის სიცოცხლეში, ან მოანდერძემ გაასხვისა იგი; გ ) ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს მიღებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1402. ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
