საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.
