საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები
ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5278 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.322
