საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.
2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება. საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.
