საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 445. რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. თუ ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელსაც ეცნობა გაქვითვის შესახებ, აქვს რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა, მაშინ გამოიყენება 387-ე მუხლის წესები .
2. თუ მხარეს მეორე მხარის წინაშე, ძირითადი ვალდებულების გარდა, ეკისრება პროცენტებისა და სხვა ხარჯების გადახდაც, მაშინ გამოიყენება 388-ე მუხლის წესები .
