მოგზაურობის მომწყობს ტურისტთან შეთანხმებით შეუძლია შეზღუდოს თავისი პასუხისმგებლობა მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით, თუ: ა ) ტურისტისათვის მიყენებული ზიანი არ იყო გამოწვეული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ან ბ ) მოგზაურობის მომწყობი ერთპიროვნულად მთლიანად არ აგებს პასუხს ტურისტის წინაშე იმ ზიანისათვის, რომელიც წარმოიშვა მოგზაურობის მომწყობის ვალდებულების შემსრულებელთაგან ერთ-ერთის ბრალის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 664. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
