Article 22. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება
Consolidation №124 Verified against the current consolidation · 27 May 2026
1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.
2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის.
3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. 4 1 . თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningიარაღის შესახებსაქართველოს ზოგადი ადმ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…ელექტრონული კომუნიკაცი…სამეწარმეო საქმიანობის…
For information only — not legal advice.
5. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.
6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.
7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. 7 1 . ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს ყადაღადადებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა.
8. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. 9 1 . ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე- 9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან ავე, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.
10. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.
11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და ლიცენზიის გამცემი დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება.
12. თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.
13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.
14. კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებული იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ლიცენზიის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.
17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სალიცენზიო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.
18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. სპეციალური მმართველის ან თვით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.
20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ხარჯით.
21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, ლიცენზირებადი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ლიცენზიის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.
22. თუ ლიცენზიის მფლობელს აქვს გენერალური ლიცენზია და ვერ აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელ სალიცენზიო პირობებს, იგი უფლებამოსილია განახორციელოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საქმიანობები. ვიწრო საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების აკრძალვის საფუძველი.
23. გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ მუხლით დადგენილი წესით.
24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილი წესით.
25. ( ამოღებულია – 16.03.2012, №5854).
26. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4681 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3371 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 22 1 . ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–72 5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების შეჩერება [მუხლი 22 1 . ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე−72 9 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების შეჩერება (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი ადგენს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დასაკმაყოფილებლად და განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისთვის.
2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ლიცენზიის მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებამდე ლიცენზიის სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის, კონკრეტულ მისამართზე) შეჩერების შესახებ.
4. თუ ლიცენზიის შეჩერებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზიის მფლობელისთვის ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების შესრულება.
5. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ.
6. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ლიცენზიის შეჩერების დამტკიცების შესახებ. შუამდგომლობის აღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად, ხოლო ლიცენზია − აღდგენილად.
7. ლიცენზიის შეჩერების შემდეგ დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში ადგილზე ამოწმებს სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების ფაქტს, გამოსცემს შესაბამის შემოწმების აქტს და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
8. თუ ლიცენზიის გამცემი მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ჩაჰბარდეს/გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში. სასამართლო საქმეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით განიხილავს.
9. თუ ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელმა არ უზრუნველყო სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
10. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა უნდა დაასაბუთოს.
11. ლიცენზიის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით და მტკიცდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 26 თავით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3457 – ვებგვერდი, 25.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3616 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. მუხლი 22 2 . ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 −11 2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების გაუქმება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შეუსაბამობის გამო 1. ამ კანონის მე-6 მუხლის 10 1 −11 2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების ლიცენზიების (მათ შორის, ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის) მფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ამ პირობების შეცვლიდან არაუგვიანეს 1 წლისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ლიცენზიების მფლობელები ვალდებული არიან ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგინონ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არაუგვიანეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღისა.
3. ლიცენზიის გამცემი: ა) 7 კალენდარული დღის ვადაში ძალადაკარგულად აცხადებს ლიცენზიას, თუ ლიცენზიის მფლობელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით არ წარუდგინა შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ბ) 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს ლიცენზიის მფლობელის მიერ წარდგენილ შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და იღებს წერილობით გადაწყვეტილებას: ბ.ა) ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, თუ აღნიშნული დოკუმენტაციით არ დასტურდება შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა; ბ.ბ) შეცვლილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
4. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4170 – ვებგვერდი, 29.05.2024წ. მუხლი 22 3 . ლიცენზიის შეჩერება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის შეჩერების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.