საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. 707-ე მუხლში მოცემული წესების გარდა ყოველი შეთანხმება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არ შეესაბამება ამ თავის წესებს, ბათილია. ასეთი შეთანხმებების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების სხვა დებულებათა ბათილობას.
2. ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი. თავი მეცამეტე დავალება
