საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 721. მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შედეგები
1. ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო არ წყდება, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან მინდობილობის შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება მარწმუნებელს ან მის მემკვიდრეს ზიანის მიყენების საფრთხეს შეუქმნის, სანამ მარწმუნებლის მემკვიდრე ან მარწმუნებლის კანონიერი წარმომადგენელი/მხარდაჭერის მიმღები აუცილებელ ზომებს არ მიიღებს; ამასთანავე, სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელებულად ითვლება.
3. თუ ხელშეკრულება მარწმუნებლის გარდაცვალების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო წყდება, იგი რწმუნებულისათვის გაგრძელებულად ითვლება, სანამ მას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ არ ეცნობება. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
