საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 714. საიდუმლოების შენახვის ვალდებულება
1. რწმუნებული მოვალეა არ გაახმაუროს თავისი საქმიანობის ფარგლებში მისთვის ცნობილი ფაქტები, რომელთა საიდუმლოდ შენახვითაც მარწმუნებელი მართლზომიერადაა დაინტერესებული, თუკი კანონის საფუძველზე არ არსებობს საიდუმლოების გამჟღავნების მოვალეობა, ან მარწმუნებელი ნებას არ დართავს რწმუნებულს გაამჟღავნოს იგი.
2. ფაქტების გაუხმაურებლობის მოვალეობა არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
