თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, – ტვირთის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 738. ტვირთის მდგომარეობის შემოწმების შეუძლებლობა მისი მიღებისას
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
