საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 782. საქონლის რაოდენობის შემოწმება შემნახველის მიერ
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. შემნახველი არ არის ვალდებული საქონლის მიღებისას შეამოწმოს მისი რაოდენობა, ზომა, წონა, სახეობა, ხარისხი ან სხვა თვისებები, თუ ამ თავის წესებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. თუ საქონელი, რომელიც შესანახად გადაეცა შემნახველს, გადაცემისას დაზიანებული ან დაუკომპლექტებელი აღმოჩნდება, რაც გარეგნული დათვალიერებითაც შესამჩნევია, მაშინ შემნახველი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე მიმბარებელს; თუ იგი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
