საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 793. ინდოსამენტის სისწორის პრეზუმფცია
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. შემნახველი, რომელმაც გასცა საორდერო სასაწყობო მოწმობა, ვალდებულია შესანახად მიბარებული საქონელი დაბრუნებისას გადასცეს მხოლოდ სასაწყობო მოწმობის კანონიერ მფლობელს.
2. თუ გაცემულია საგირავნო სასაწყობო მოწმობა, მაშინ შემნახველმა უნდა მოითხოვოს მისი დაბრუნება.
3. შემნახველი არ არის ვალდებული შეამოწმოს ინდოსამენტის სისწორე. გადაცემა დასტურდება სასაწყობო მოწმობაზე სათანადო წარწერით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
